15:22 - 20 Aug, 2026
|
2020-04-23 11:21:30, 1821 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის „ინაუგურაცია“ გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას „ინაუგურაცია“ დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ცერემონია სოხუმში, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება. კორონავირუსის პანდემიის გამო, „ინაუგურაციის“ ცერემონია სტუმრების გარეშე, ვიწრო წრეში ჩატარდება. ასლან ბჟანიას „ინაუგურაციას“ ე.წ. პარლამენტის სპიკერი, მოადგილეები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდა, რომელშიც ასლან ბჟანიამ ხმების 56,5% მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)