08:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 14:27:57, 796 ნახვა

ეკონომიკა
გივი სანიკიძე: განცხადება, რომ თელასმა 800 მილიონი ლარი მოსახლეობისგან ამოიღო, ჰაერიდან მოტანილია

„განცხადება, რომ თელასმა 800 მილიონი ლარი მოსახლეობისგან ამოიღო, ჰაერიდან მოტანილია“, – ამის შესახებ სემეკის წარმომადგენელმა გივი სანიკიძემ ჟურნალისტებს კომიისიის საჯარო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 
მისივე თქმით, სხდომაზე „ქართული დასის“  წარმომადგენლის ჯონდი ბაღათურიას მიერ დასახელებული ციფრები არგუმენტს მოკლებულია და დღევანდელ განსახილველ საკითხთან კავშირი არ აქვს. 
„სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ მაშინ, როდესაც მოხდა თელასის პრივატიზაცია, მას 800 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება გადაეცა. შესაბამისად, ჯონდი ბაღათურია ამტკიცებდა, რომ თელასმა 800 მილიონი ლარი ამოიღო მოსახლეობიდან,  რაც სრულიად უსაფუძვლო განცხადებაა. ეს ციფრები ჰაერიდან არის მოტანილი. ჩვენ გვაქვს ყოველი წლის აუდიტორული აქტები და აუდიტორები ამ შემთხვევაში არიან „დიდი ოთხეულის“ წარმომადგენლები. თუ ვინმეს აქვს კომპეტენცია, რომ ეჭვი შეიტანოს „დიდი ოთხეულის“ დასკვნებში, ეს უკვე მისი პრობლემაა. 1999 წლის აუდიტის აქტით ჩანს, რომ „თელასს“  მოკლევადიანი მოთხოვნები ანუ, მისაღები დავალიანების თანხები ელექტროენერგიის ნაწილში არის 22 მილიონი ლარი. გრძელვადიანი მოთხოვნები კი,  მხოლოდ 36 მილიონი ლარი. შესაბამისად 800 მილიონი არის სრულიად უსაფუძვლო ციფრი, რომელსაც არგუმენტი არ გააჩნია“, – აღნიშნა სანიკიძემ. 
ამასთან, სემეკის წარმომადგენლის განმარტებით, დავალიანებების საკითხი კავშირში საერთოდ არ არის კაპიტალურ დანახარჯებთან და შესაბამისად ელექტროენერგიის ტარიფებთან. 
ცნობისთვის, ენერგეტიკისა  და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თელასის კაპიტალური დანახარჯები 36,358. 209 ლარით განსაზღვრა.
სემეკმა  თელასის დანახარჯების შესახებ ინფორმაცია დღევანდელ საჯარო განხილვაზე წარმოადგინა. 
როგორც სემეკში აცხადებენ  ეს ციფრები წინასწარი გაანგარიშების შედეგად მიიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics