08:28 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 14:21:34, 1854 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ

მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, დილის 6 საათიდან 8 საათამდე მოსახლეობას შეეძლება ავტომობილით გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე, ხოლო 6 საათიდან 7 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

„ასევე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით და რეგიონსა და მის მუნიციპალიტეტებში მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადაადგილდნენ თავის სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ.

ეს შეზღუდვა გამოიყურება ასე, რომ მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე, ხოლო 6 საათიდან 7 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics