|
2020-04-22 13:16:21, 1542 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ საზოგადოებას მეტი სჭირდება
გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელია შეხვედრის ფორმატი, სადაც არ იმყოფება პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები, რომლებთანაც საზოგადოებას კითხვები დაუგროვდა. „გაოცებული ვარ, როგორც დღევანდელი შეხვედრის ფორმატით, ასევე იმ პროცედურით, რომლითაც განხილვა მიმდინარეობს, რადგან მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე სახლში გამოკეტილი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი, ელოდება ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხებს. დღეს აქ ვერ ვხედავთ, ვერც პრემიერ-მინისტრს, ვერც ჯანდაცვის, ვერც ეკონომიკის მინისტრებს, რომლებსაც უნდა დავუსვათ შეკითხვები, რაც დაუგროვდა საზოგადოებას. გუშინ, ყველამ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის უ რეპის სტილში, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება. ქვეყანაში არის სრულიად არაორდინალური ვითარება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)