|
2020-04-21 12:04:46, 1293 ნახვა
კომენტარი
„ენერგეტიკული გაერთიანება" - საქართველო, კრიზისული პერიოდის მიუხედავად, ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებას განაგრძობს
გასული წლის ბოლოს მესამე ენერგეტიკული პაკეტის შესაბამისად მიღებული ენერგეტიკის შესახებ კანონმდებლობის მიღების შემდეგ, საქართველომ აგრძელებს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი მეორადი საკანონმდებლო ბაზის დანერგვას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, COVID-19 კრიზისთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, - ნათქვამია „ენერგეტიკული გაერთიანების" ოფიციალურ რელიზში, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. რელიზის თანახმად, საქართველოში ამოქმედდა ელექტროენერგეტიკული ბირჟა და დამტკიცდა ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია, რომელიც „ენერგეტიკული გაერთიანების" სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და ითვალისწინებს ქვეყანაში როგორც ორმხრივი, ისე ორგანიზებული ელექტროენერგიის ბაზრების ეტაპობრივ განვითარებას და, ასევე, გარდამავალ პერიოდში, ბაზრის სრულ გახსნამდე, სათანადო ღონისძიებების უზრუნველყოფას. „ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაზე მომუშავე გუნდს, რომელშიც შედიან სამინისტროს, მარეგულირებელი კომისიის და ბიზნესის წარმომადგენლები. დღევანდელი რთული პირობების მიუხედავად, მათ მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად დროულად მოამზადეს ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია. ეს უმთავრესი ნაბიჯია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარებისათვის“, - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლემ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)