08:18 - 26 Jun, 2026
|
2020-04-20 14:25:09, 2304 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი შეუერთდა აქციას, სადაც საკარანტინე შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდნენ
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო აქციას შეუერთდა, სადაც საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდნენ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ბოლსონარო აქციაზე ნიღბის გარეშე იმყოფებოდა და აქციის მონაწილეებთან საუბრისას რამდენჯერმე დაახველა კიდეც. ზოგიერთი აქციის მონაწილე სამხედრო ძალების ჩარევით კონგრესისა და უზენაესი სასამართლოს დახურვას მოითხოვდნენ, რადგან ორივე მათგანი მხარს უჭერს გუბერნატორების მიერ დაწესებულ სოციალურ იზოლაციას. გასულ კვირას პრეზიდენტმა ბოლსონარომ ჯანდაცვის მინისტრი გაათავისუფლა, რადგან ის სოციალური იზოლაციის მომხრე იყო. ცნობისთვის, ბრაზილიაში კორონავირუსის 38 654 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 2 462 ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)