10:35 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 13:12:54, 1530 ნახვა

საზოგადოება
სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებით, ყველა დღეს, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ. - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო გამოთქვამს შეშფოთებას, რომ გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

სამწუხაროდ,  მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ”, – აცხადებს საპატრიარქო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics