22:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 13:24:40, 3564 ნახვა

სხვადასხვა
ოქროყანაში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. გრუნტის დამჭერი კედელი ამჯერად, ოქროყანაში, ჭავჭავაძის ქუჩა N16-ში მოეწყო. პროექტის ფარგლებში, 21 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო, რომელმაც გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნა. 
დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. 
„ჩვენ შემოერთებულ ტერიტორიებზე აქტიურად განვაგრძობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აღნიშნულმა პროექტმა სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნა, რომელსაც შესაძლოა ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლებიც დაეზიანებინა. მთაწმინდის რაიონის გამგეობა მსგავს პროექტებს წლის განმავლობაში კიდევ განახორციელებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 
აღნიშნული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ინსტალ+-მა“ შეასრულა და მისი ღირებულება 56 000 ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics