|
2020-04-14 14:57:39, 1268 ნახვა
საზოგადოება
EMC ქალაქ ტყიბულის შახტებში კორონავირუსის გავრცელების გამო, სახელმწიფოს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს
მთავრობის დადგენილებით, ტყიბულის შახტებში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა გრძელდება. გარდა იმისა, რომ შახტში შრომის უსაფრთხოების ზოგადი დონე უკიდურესად დაბალია, ჩვენი ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, იქ ასევე ირღვევა ჯანდაცვის სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაციები. კერძოდ: • ძიძიგურის შახტში არსებული სახალხო ვაგონები, რომლითაც დასაქმებულთა სამუშაო ადგილამდე გადაადგილდებიან, გათვლილია დაახლოებით 18 კაცზე. სახალხო ვაგონებში სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია და ჯანდაცვის სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაციების შესრულების კონტროლი არ მიმდინარეობს. • უშუალოდ ძიძიგურის შახტში ჩასასვლელი სახალხო გალია, (ე.წ. „კლეტი“), რომელიც 20 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ხშირად უფრო მეტი დასაქმებულის ჩასვლისთვისაც გამოიყენება და რომელშიც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, კვლავ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და სსიპ - სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს, ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოვუწოდებთ: • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქალაქ ტყიბულში მოქმედ შახტებში დამსაქმებლის მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა, რათა აღნიშნული სივრცე არ გახდეს დაავადების აფეთქების კიდევ ერთი კერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)