22:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 15:39:49, 1513 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე ოქრუაშვილის განაჩენზე - მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ

„ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას და აღნიშნა, რომ „მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ“.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ოპოზიციასა და პოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო. ამ შეთანხმების ჩაგდებას კი ოპოზიცია და ის საერთაშორისო პარტნიორები, რომელბმაც შეთანხმების შესრულებაზე თავისი რეპუტაცია დადეს, არ შეეგუებიან.

„ახლა ამათ ჰგონიათ, რომ რადგან პანდემია არის ეს ყველაფერი ისე ჩაივლის. არავითარ შემთხვევაში ისე არ ჩაივლის ეს არც ოპოზიციის მხირდან და არც საერთაშორის ორგანიზაციებისა და საელჩოების მხრიდან, რომლებმაც თავის რეპუტაციაზე იტვირთეს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics