|
2015-08-12 16:43:48, 717 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ულრიხ ბენგსტონს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ულრიხ ბენგსტონსა და მის ქართველ პარტნიორებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნეს გარემო. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის პრაქტიკაზე. ფინანსთა მინისტრმა, ასევე ისაუბრა იმ მასშტაბური ღონისძიებების თაობაზე, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში უმასპინძლა. ესენია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრები, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ევროპის სუპერთასის ფინალი. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში თბილისი უმასპინძლებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაგეგმილია „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებული სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ტურისტების მოზიდვას, ეკონომიკის განვითარებას. საუბარი შეეხო ასევე „ბეთსონ ჯგუფის“ სამომავლო გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასთან და ადგილობრივი კვალიფიციური საინჟინრო პოტენციალის გამოყენებასთან. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრები თბილისში ნაყოფიერი იქნება და კომპანია ახალი ინვესტიციებით შეძლებს საქმიანობის გაფართოებას ქვეყანაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)