|
2020-04-10 14:07:53, 14799 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, ქრონიკული დაავადება - შაქრიანი დიაბეტი აქვს. „ამჟამად, კლინიკაში დაკვირვების ქვეშ სამოცდასამი პაციენტია, სამი დადასტურებული კოვიდ ინფექციით. აქედან ერთს მდგომარეობა არის შედარებით მძიმე, იმიტომ რომ ამ პაციენტს აქვს პნევმონია, რაც ახასიათებს კოვიდის ფორმებს, ამასთან აქვს თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტის სახით. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ რომ სამივე მათგანს აღენიშნება პნევმონია, თუმცა არც ერთ მათგანს ჯერჯერობით აპარატული სუნთქვა არ ესაჭიროება. თუ საჭირო გახდება მართვითი სუნთქვის გამოყენება გამოვიყენებთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)