|
2020-04-10 12:19:39, 11321 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქობულეთის კლასტერს კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა. მისი თქმით, ინფიცირებული პირები ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გადმოჰყავთ. „გუშინ მოვიძიეთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტირებული პირი. ესენი არიან დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები, ოჯახური კონტაქტები და არა სამედიცინო პერსონალი. მათგან 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში 8 ადამიანს აუღეს და 6 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება, „მედალფაში“ მოთავსებულ სხვა პაციენტებს, კლინიკაში ამ ეტაპზე 14 დადასტურებული შემთხვევაა. კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, როგორიც იყო. ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და შედარებით მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ერთ პაციენტთან დაკავშირებით ველოდებით განკურნებას და განმეორებით ტესტირების ანალიზს დღის განმავლობაში, რომლის პასუხიც ხვალ დილით იქნება“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)