15:50 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 17:27:34, 2948 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: გვაქვს სრული მზადყოფნა, ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს

გვაქვს სრული მზადყოფნა, ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი სესიაშვილმა ტ/კ  „ პირველი TV"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თითოეულს  გვიწევს არაორდინალურ სიტუაციაში მუშაობაც და ცხოვრებაც. ამიტომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.

„დღეს ის პერიოდი გვაქვს, როცა ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველა სიტყვა ავწონ-დავწონოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ  მთელი მსოფლიო სტრესულ ვითარებაში ცხოვრობს. თითოეულს  გვიწევს არაორდინალურ სიტუაციაში მუშაობაც და ცხოვრებაც. ამიტომ გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. იქ, სადაც ვინმეს რაიმე შეიძლება არ მოგვეწონოს და კრიტიკის საფუძველი არსებობდეს, უნცა შევეცადოთ, რომ ან გვერდი ავუქციოთ ან  კრიტიკა იყოს კონსტრუქციული. ეს გვჭირდება ისევ და ისევ იმ სტრატეგიული კომუნიკაციის პირობებში, სადაც ერმაც, ბერმაც უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, სახელისუფლებო გუნდი მზადყოფნაშია, შეასრულოს პოლიტიკური დანაპირები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

„ჩვენი პრინციპული პოზიციია, რომ  პოლიტიკური დანაპირები  უნდა შესრულდეს და შესრულდება კიდეც. ერთადერთი საუბარი არის იმაზე, სად გაიხსნება  ფანჯარა, რომ ეს ვალდებულებები შესავსრულოთ. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი და განცდა, რომ დღის წესრიგს არ ავცდებით. ჩვენ გვინდა, რომ დროულად მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება და დროულად გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. გვაქვს სრული მზადყოფნა, რომ ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და  ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს. დანარჩენი დამოკიდებულია საგანგებო მდგომარეობის ვადებზე. თუმცა იმედი გვაქვს, რომ  დროულად გამოვალთ ამ ვითარებიდან“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics