|
2020-04-06 20:08:03, 1634 ნახვა
რეგიონი
სოციალური კამპანიები შუახევის მუნიციპალიტეტში გრძელდება
ვაგრძელებთ იმ ადამიანების დახმარებას, რომლებსაც ჩვენი გვერდში დგომა ძალიან სჭირდება ამ რთულ პერიოდში. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქციაში შუახევის მკვიდრი მამუკა აბუსელიძე ჩაერთო და მუნიციპალიტეტს პირველადი საჭიროების სურსათი გადასცა. სურსათი, სოფელ ლაკლაკეთში შეჭირვებულ ოჯახებს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს წევრებთან და მამუკა აბუსელიძესთან ერთად გადასცა. ,, დასაფასებელია კერძო სექტორის მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა არსებულ სიტუაციაში, რისთვისაც ჩვენი გუნდის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. მსგავსი საქველმოქმედი აქციები მომავალშიც გაგრძელდება და მაქსიმალურად შევეცდებით, შევუმსუბუქოთ უმწეო ოჯახებს დღევანდელი ყოფა. “- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)