08:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 11:06:53, 5085 ნახვა

სამხედრო
სამხედროები სარფი-ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთს აკონტროლებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა უკვე მეექვსე დღეა მკაცრად აკონტროლებს სარფი-ბათუმის გზის მონაკვეთს.

სამხედროებს გადაადგილების კონტროლის პუნქტზე 24 საათის განმავლობაში აქტიურად უწევთ სარფის საბაჟოდან შემოსული სატვირთო მანქანების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია და მგზავრების თერმოსკრინინგი.

მოძრაობა მკაცრად კონტროლდება ასევე, ქობულეთი-ბათუმისა და ხელვაჩაურის გზების მონაკვეთზე, სადაც საგანგებოდ მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტებზე II ქვეითი ბრიგადის სამხედროები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებთან ერთად ახდენენ ავტომანქანების გადაადგილების კონტროლსა და მოქალაქეების ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას.

საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ აჭარაში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა 6 გადაადგილების კონტროლის პუნქტს აკონტროლებს. მათგან სამ ძირითად გამშვებ პუნქტზე II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები არიან მობილიზებული. დანარჩენი სამი კი, გადაადგილების შეზღუდული პუნქტია, სადაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დასავლეთის სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადასული სპეციალური ოპერაციების ძალებია მობილიზებული





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics