11:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 09:22:28, 6890 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კორონავირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საგანგაშო არაფერია და აღნიშნული ნაბიჯი მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით გადაიდგა.

ბორის ჯონსონს ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება. მას კვლავ უნარჩუნდება ვირუსისთვის დამახასიათებელი მუდმივი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონს COVID-19 27 მარტს დაუდგინეს, რის შემდეგაც ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ თვითიზოლაციაში გადავიდა და ქვეყნის მართვა სახლიდან განაგრძო. გართულებების არქონის შემთხვევაში მას გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ისევ სახლში დააბრუნებენ.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონის გარდა კორონავირუსი დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც ჩარლზსაც დაუდგინდა, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics