|
2020-04-05 11:02:49, 2780 ნახვა
რეგიონი
თავდაცვის ძალები ზუგდიდში შვიდ პუნქტს აკონტროლებს
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა ქ. ზუგდიდში შვიდ საკონტროლო გამშვებ პუნქტს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს. ბრიგადის პირადი შემადგენლობა ქალაქში შემავალი და გამომავალი ყველა სატრანსპორტო საშუალების კონტროლსა და სპეციალურად მოწყობილ ადგილას სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს. სამხედრო სამედიცინო ჯგუფის მიერ კი, საგუშაგოებზე მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან კოორდინაციით შეტყობინებას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრში აგზავნიან. ამის შემდეგ კი, მოქალაქე შესაბამის სამედიცინო ცენტრში გადაჰყავთ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)