01:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 10:24:13, 12886 ნახვა

სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ესპანეთის მოქალაქე დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ზაირა ბ. თბილისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება ესპანეთის ინტერპოლის მიერ 21.07.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ზაირა ბ. დამნაშავედ არის ცნობილი ესპანეთის სსკ-ის 248-ე, 250-ე, 570-ე და 301-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ფულის გათეთრებას, თაღლითობას და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას ითვალისწინებს.

შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული რუსთავის პენიტენციური დეპარტამენტის N5 დაწესებულებაში შეასახლეს. ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics