|
2020-04-01 19:49:57, 1118 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ახალი პაციენტი 10 წლის ბავშვია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ახალი პაციენტი 10 წლის ბავშვია. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ვირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტის მოგზაურობის ისტორია სომხეთთანაა დაკავშირებული. „დღეს დილიდან დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა. 1 შემთხვევა უკვე ჩვენთან შემოყვანილია. ეს არის იმპორტული, შემოტანილი შემთხვევა სომხეთიდან. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე. ახლა კეთდება კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, შეფასდება მისი მდგომარეობა და ხვალ მოგახსენებთ. მეორე დადასტურებული პაციენტი გადმოჰყავთ ახლა ბათუმიდან. ეს არის 10 წლის ბავშვი თავის მშობელთან ერთად. მისი ისტორია ჩემთვის არა არის ცნობილი. როდესაც მივიღებ პაციენტს, მაშინ გახდება ჩემთვის ცნობილი ისტორია და ვილაპარაკებ. მშობელს კორონავირუსი არ უფიქსირდება, მხოლოდ ბავშვს აქვს დადებითი მაჩვენებელი. ალბათ ერთად იყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ბავშვი არის დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით. შესაძლებელია დედასთან მომავალში დადასტურდეს ან არ დადასტურდეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)