17:12 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 13:07:13, 1322 ნახვა

საზოგადოება
დღეს ბულგარეთიდან საქართველოს ასამდე მოქალაქე სამშობლოში სპეცრეისით დაბრუნდება

ავიაკომპანია Myway Airlines ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ასამდე მოქალაქეს სამშობლოში დღეს, ჩარტერული რეისით დააბრუნებს.

აღნიშნული ფრენა, ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.

მგზავრებს შორის საქართველოს გადამზიდავი კომპანიების ის მძღოლებიც არიან, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

Myway Airlines-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს და საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმღვანელობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics