|
2020-03-31 17:07:30, 5622 ნახვა
სხვადასხვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ჯიღაურას კოლექციას ხეხილის ახალი ჯიშები შეემატა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ბაზებზე სამუშაოებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა ხეხილის ადგილობრივი 80 ახალი ჯიშით შეივსო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად, მოძიებულია ვაშლის, მსხლის, ქლიავის და ბლის ადგილობრივი ჯიშები, რომელზეც შემდგომ დაკვირვება და კვლევები განხორციელდება. კვლევების შედეგების მიხედვით ფერმერებისთვის სარეკომენდაციო სახის ინფორმაცია შემუშავდება. მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა განთავსებულია მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზე, სადაც თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების 300-ზე მეტი ჯიშის სადედეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 450 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)