|
2020-03-31 13:28:27, 1849 ნახვა
რეგიონი
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა
მთავრობის სხდომაზე საუბარი შეეხო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებას და ახალ რეგულაციებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით, საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო, მათ შორის, ბათუმშიც. აჭარაში საველე შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით სხდომაზე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიში განიხილეს და იმსჯელეს ახალი კორონავირუსის (covid-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვის პირობებში ეკონომიკის სტიმულირებისა და საინვესტიციო გარემოს ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელებაზე. ახალი საინვესტიციო განკარგულების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების გადავადებას 4 თვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დელეგირება განახორციელოს ცვლილებები არსებული განკარგულების ეფექტურად განხორციელების მიზნით. განხილულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები. 108 % შესრულდა ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში, ხოლო ხარჯვით ნაწილში 95,3%.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)