|
2020-03-31 13:19:26, 2652 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - ქვეყნის მასშტაბით 40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომელსაც აქვს საშუალება, მოემსახუროს ცხელებიან პაციენტებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით 40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომელსაც აქვს საშუალება მოემსახუროს ცხელებიან პაციენტებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჰოსპიტალების მზადება რამდენიმე თვეა რაც ქვეყანაში დაიწყო. „უკანასკნელ ხანებში ჩვენ გვქონდა პრობლემები, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტის მიღებაზე და ხდებოდა მათი გადამისამართება ცენტრალიზებულად კლინიკებში, თუმცა რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აღჭურვილი, რათა მათ უსაფრთხოდ მიიღონ, გაუწიონ საწყისი შეფასება იმ პაციენტებს, ვინც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით მიმართავს. სწორედ ამიტომ უკვე იდინტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც გამოყოფს ცხელების ზონას, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, განტვირთავს საავადმყოფოს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით, იმგვარად რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ პაციენტებს ცხელებით. ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში, ჯამში გამოდის 40-მდე კლინიკა. ზოგიერთი რაიონული ცენტრის კლინიკა იმდენად პატარაა, რომ იქ ერთზე მეტი პაციენტის დაყოვნება ვერ მოხერხდება და ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდებით გადავამისამართოთ პაციენტები დროულად უახლოეს რაიონულ კლინიკებში“, – განაცხადა გაბუნიამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)