16:58 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 10:15:38, 1765 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენად არის მზად კლინიკები და მედპერსონალი რეაგირებისთვის:

„ეპიდემიის რისკი მომატებულია, შემთხვევების მზარდი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ზომები, რასაც ვიღებთ იყოს პროპორციული და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია. შეხვედრის მთავარი მიზანია მოვისმინო თქვენგან მზადყოფნა, განსაკუთრებით ჰოსპიტალური სექტორისგან, თუ რამდენად შეგვიძლია მზარდ დინამიკაზე რეაგირება და ამავე დროს თუ არის რაიმე ღია საკითხები, სადაც თვლით, რომ მთავრობას შეუძლია კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ამ საკითხების მაქსიმალურად მოკლე დროში მოსაგვარებლად. პაციენტებთან და მათ მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აჭარაში არ უნდა გვქონდეს რაიმე არსებითი პრობლემა“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრას აჭარაში მოქმედი კლინიკის ხელმძღვანელები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics