06:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 20:09:30, 1614 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენად არის მზად კლინიკები და მედპერსონალი რეაგირებისთვის: 

„ეპიდემიის რისკი მომატებულია, შემთხვევების მზარდი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ზომები, რასაც ვიღებთ იყოს პროპორციული და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია.  შეხვედრის მთავარი მიზანია მოვისმინო თქვენგან მზადყოფნა, განსაკუთრებით ჰოსპიტალური სექტორისგან, თუ რამდენად შეგვიძლია მზარდ დინამიკაზე რეაგირება და ამავე დროს თუ არის რაიმე ღია საკითხები, სადაც თვლით, რომ მთავრობას შეუძლია კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ამ საკითხების მაქსიმალურად მოკლე დროში მოსაგვარებლად. პაციენტებთან და მათ მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აჭარაში არ უნდა გვქონდეს რაიმე არსებითი პრობლემა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრას აჭარაში მოქმედი კლინიკის ხელმძღვანელები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics