07:17 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 12:12:18, 17550 ნახვა

ომი უკრაინაში
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ჯანმრთელობა მძიმე არაა და გორის ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული თავდაცვის სამინისტროს ექვსი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესახებ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ექვსივე მათგანი გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი და არიან სამოქალაქო პირები, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობების გამო ჰქონდათ ერთმანეთთან შეხება.

„რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს - ესენი არიან სამოქალაქო პირები. მიმდინარეობს პირველწყაროს მოძიება და ვერ ვიტყვით რა სიტუაციაა, ექვსივე გორშია გადაყვანილი და არაა მათი მდგომარეობა მძიმე", - ამბობს მარინა ეზუგბაია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics