|
2020-03-28 18:43:22, 3472 ნახვა
მსოფლიო
17 წლის ახალგაზრდა კალიფორნიაში დაზღვევის უქონლობის გამო კორონავირუისით გარდაიცვალა
„პარასკევს სრულიად ჯანმრთელი იყო, ოთხშაბათს კი გარდაიცვალა“, - განაცხადა ლანკასტერის მერმა, 17 წლის ახალგაზრდაზე, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით, კალიფორნიის სამედიცინო დაწესებულებაში, დაზღვევის არ ქონის გამო გარდაიცვალა. რეი რექს პერისმა, რომელიც ლანკასტერის მერია კალიფორნიაში, დაადასტურა ახალგაზრდის გარდაცვალება ვიდეოში, რომელიც ოთხშაბათს გამოაქვეყნა “YouToBe” - ზე. ამ ვიდეოში, ის აფრთხილებს მოსახლეობას, რომ სერიოზულად მოეკიდონ გლობალურ პანდემიას, დაიცვან თვითიზოლაციის წესები და სოციალური დისტანცია. ამ დროისთვის კალიფორნიის 40 მილიონიან შტატში სახელმწიფომ მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდა. ამის ფონზე ვაშნგტონმა ამერიკელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააფრთხილა დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყვნენ სახლში, ან განუსაზღვრელი ვადით დარჩენილიყვნენ იქ სადაც არიან. ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით 85 356 ადამიანია დაავადებული, ხოლო 1 246 გარადცვლილი. „ახალგაზრდას დაზღვევა არ ჰქონდა, რის გამოც არ უმკურნალეს“, - განაცხადა მერმა. როდესაც ის კალიფორნიის სამედიცინო დაწესებულებაში სამკუნალოდ მივიდა, ექიმებმა მას განუცხადეს მიემართა ადგილობრივ სახელმწიფო საავადმყოფოსთვის. „საავადმყოფოში , რომ მივიდა უკვე გვიან იყო ,მათ შეეძლოთ ის მხოლოდ 6 საათით გადაერჩინათ“, - განაცხადა მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)