|
2020-03-28 14:44:43, 12108 ნახვა
ომი უკრაინაში
ციხელაშვილი - იმის შეფასება, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსთან დაკავშირებით, რთულია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას იღებენ, თუმცა რეალური სურათის შეფასება რთულია. მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ არჩევნების წინა პერიოდის დროს ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, ამიტომ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები. „ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტაქტი ყოველდღიურად, არის გარკვეული ინფორმაცია, თუმცა თვითონ დიაგნოსტიკის საშალებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აფხაზეთშიც არის ძალიან მწირი, ამიტომ რეალურადრა სურათია იქ ამის შეფასება რთულია. საკმაოდ მაღალი რისკებია იქიდან გამომდინარე რომ ფსოუდან, საქართველოს იმ მონაკვეთიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლა ხდებოდა ბოლო დრეების განმავლობაში. ახლა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ არჩევნების წინა კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა თავყრილობებსა და გაუკონტოროლებელ შემოდინებას. რა თქმა უნდა, ეს რისკის ფაქტორებს ზრდის. ამიტომ ჩვენი მოწოდებაა, რომ მოსახლეობამ დაიცვას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული და საქართველოს ხელისუფლების ჯანდავის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები იმიტომ, რომ ეს მათი უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი.ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა რონისძიება განვახორციელოთ, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, რომ დაავადების გავრცელების პრევენცია მოხდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშივლმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)