22:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-18 14:49:12, 347 ნახვა

პოლიტიკა
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას ეხებოდა. 

როგორც ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ შუამდგომლობის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას არ აქვს არანაირი წინაპირობა, რომ ეს უფლებამოსილება განახორციელოს.

"მოსამართლეს აქვს პოზიტიური ვალდებულება, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელიც ბრალდებულის უფლებას უნდა იცავდეს და არამხოლოდ მის გასამართლებას ისმენდეს, რომ შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც კი ეჭვი აღიძვრება. ეჭვის საფუძველი არ არის მხოლოდ ჩვენს მიერ მიტანილი დოკუმენტი, ეჭვის საფუძველი უკვე გაცხადდა, საკუთრივ, მსჯავრდადებულის მხრიდან გაცხადდა, ელენემ ეს თქვა, მისმა ადვოკატმა ეს თქვა და ჩვენც ამას ვაცხადებთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესი და შეუძლებელია მისი გამოსწორება სათანადო მკურნალობის გარეშე. ამაში გვინდოდა მოსამართლის ჩარევა, დღევანდელი სხდომის გადადებასაც კი არ ვითხოვდით. პენიტენციური დაწესებულების მხრიდან უმოქმედობა გაგრძელდა მოსამართლით.

მოსამართლის არგუმენტი იყო ასეთი: არ მაქვს არანაირი წინაპირობა, რომ ეს უფლებამოსილება განვახორციელო“. რომ გესმოდეთ, მინიმუმ შეკითხვის დასმა და წერილის გაგზავნაც კი დაეზარათ, დაეზარათ, თუ არ მოუნდათ, როგორც არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

პროკურატურის პოზიცია იყო ის, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ამით, თუმცა მათთვის პასუხი, რომელიც პენიტენციურმა გასცა, საკმარისია. ესეც არ შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს იმიტომ, რომ სასჯელაღსრულების განცხადება არ არის იურიდიული შინაარსის, ეს არ არის ადმინისტრაციული აქტიც კი და არ წარმოშობს უტყუარობის პრეზუმფციას იმ დოზით, რომ პროკურორმა ეს დამაკმაყოფილებლად მოიღოს. ამას გარდა, პროკურორი იმისთვის კი არ არის, რომ ვიღაცას უსიტყვოდ ან სიტყვიერად ენდოს, პროკურორი იმაშია, რომ ყველაფერში ეჭვი შეიტანოს, მარტო მოქალაქეში კი არა, სახელმწიფოს მოქმედებაშიც. აი, ეს ორკესტრირებული მიდგომაა ელენესთვის ჯერ უკანონო პატიმრობის მისჯის, ახლა უკანონო საქმეში მისი ჩართვის, როგორც ბრალდებულის და ყველაზე უარესი რაც არის, ამას ხაზგასმით ვამბობ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში, ის ვერ გადაადგილდება, ვერ წერს, აქვს ჯანმრთელობის სისტემური პრობლემა", - Ipn.ge-ის თანახმად, განაცხადა ნიკა გვარამიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics