23:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-16 15:50:09, 1427 ნახვა

მსოფლიო
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა

"დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. 

"ყოველთვის მნიშვნელოვანია პოზიციების კოორდინირება" – დაწერა ზელენსკიმ X-ზე და შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა.

გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, შეხვედრა, რომელიც ზელენსკისა და ტრამპს შორის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველია, დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა.

ზელენსკის თქმით, G7-ის პარტნიორებმა საჰაერო თავდაცვის კუთხით უკრაინის დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს და დაამატა, რომ ჯგუფის ყველა წევრი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაზე იმუშავებენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკითხი პირდაპირ ტრამპთანაც წამოაყენა და გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიების მოპოვებას შეძლებს. 

"ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა. მე [ზელენსკის] დღეს გვიან შევხვდები." – განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს და დაამატა, რომ რუსეთმა "შეთანხმება უნდა დადოს". 

უკრაინული მედიის მიხედვით, ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს G7-ის სესიის შემდეგაც შეხვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics