|
2020-03-23 18:54:25, 1632 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი - საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საფინანსო სექტორი სერვისების მიწოდებას განაგრძობს
საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც საფინანსო ორგანიზაციები განაგრძობენ მუშაობას. მიუხედავად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობისა და ცალკეულ მუნიციპალიტეტში საკარანტინო ღონისძიებების მიმდინარეობისა, საფინანსო სექტორი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის შეუზღუდავ მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. უზრუნველყონ მათი პერსონალის მაქსიმალური დაცვა. ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩისახლში
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)