|
2020-03-23 16:00:47, 1255 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
ჩატარებული კვლევის შედეგად ფეისბუქგვერდებზე, რომლებსაც ხელოვნურად აქვთ გაზრდილი მომწონებელთა რიცხვი საინტერესო ინფორმაციასთან ერთად დეზინფორმაციასაც ავრცელებენ - ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ავრცელებს. ისინი საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე „COVID-19“-თან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის გაზიარებისას. "ახალი კორონავირუსის („COVID-19“) გავრცელებისა და პანდემიის გამოცხადებამ გარკვეული გავლენა მოახდინა მოქალაქეების ინტერნეტაქტივობაზეც. მომხმარებლები უფრო ხშირად არღვევენ კიბერუსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს, რაც იწვევს კიბერდანაშაულის რაოდენობის ზრდას. მონაცემთა გაცვლის სააგენტო ყოველდღიურად რამდენიმე დანაშაულებრივ შემთხვევას აფიქსირებს, როდესაც სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებით ხდება ინტერნეტმომხმარებელთა ყურადღების მიპყრობა, მათი მავნე კოდის შემცველ საიტზე გადამისამართება და კომპიუტერულ სისტემებში არასანქცირებული წვდომის მოპოვება.
https://stopcov.ge/ ვებგვერდი - CERT.GOV.GE - საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მოქალაქეებს კიბერინციდენტის დაფიქსირება კვლავ შეუძლიათ ელ. ფოსტაზე: incidents@dea.gov.ge ", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)