22:50 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 11:50:27, 1332 ნახვა

საზოგადოება
თეგეტა მოტორსმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეაჩეროს საცალო სერვისები და სრულად გადაერთოს სახელმწიფო, სამედიცინო, სადისტრიბუციო და კორპორატიული ავტოტრანსპორტის სერვისზე

თეგეტა მოტორსმა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, გაითვალისწინა რა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეაჩეროს საცალო სერვისები და სრულად გადაერთოს სახელმწიფო, სამედიცინო, სადისტრიბუციო და კორპორატიული ავტოტრანსპორტის სერვისზე.

შექმნილ ვითარებაში, ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის ოპერატიული ტექნიკური მხარდაჭერა გავუწიოთ სპეცდანიშნულების ტრანსპორტს, რომლის გამართულ ფუნქციონირებას დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თეგეტა მოტორსის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭირო რესურსები და მაღალ პროფესიონალური გუნდი იძლევა საშუალებას  სრული დატვირთვით 24 სთ-იან რეჟიმში მოვემსახუროთ ზემოაღნიშნული კატეგორიის ტრანსპორტს, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.

კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილნი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სერვისცენტრების სადეზინფექციო სამუშაოები და ასევე, სრული დეზინფექცია უტარდება თითოეულ შემოსულ მსუბუქ თუ სატვირთო ავტომობილს.

#თეგეტაშენთანერთადსაქართველოსთვის

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics