|
2020-03-21 09:09:34, 1295 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - რაც მთავარია, ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს
"საკმაოდ რთულია, წინასწარ დახატო გრძელვადიანი გეგმა, მით უფრო, რომ ამ გამოწვევას გლობალურადაც სირთულე ახასიათებს. რაც მთავარია, ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბიზნესთან. ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და ადეკვატურად წერტილოვნად ვრეაგირებთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეკრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პრემიერ-მინისტრისგან დავალებული აქვს, სამოქმედო გეგმის შემუშავებისას განსაკუთრებული აქცენტი სტრატეგიულ მნიშვნელოვან დარგებსა და საწარმოებზე გააკეთოს. მინისტრის ინფორმაციით, ესენია სოფლის მეურნეობა, აგროგადამამუშავებელი წარმოება, ასევე ისეთი მოთხოვნადი პროდუქციის წარმოებები, როგორიცაა პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები და სხვ. „ასეთი პროდუქციის წარმოების საჭიროება აქამდე მწვავედ არ იდგა, მაგრამ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს უზრუნველყოფილი იყო დამცავი საშუალებების ადგილობრივი წარმოებით. ასევე მნიშვნელოვანია საექსპორტო დარგების მხარდაჭერაც", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმზე, როგორც საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ერთერთი ძირითადი შემომტანი დარგზე. „ამ დანაკლისის შევსება აუცილებელია სწორედ იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მეტად განვავითარებთ საექსპორტო ინდუსტრიებს. იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც მსოფლიო კორონავირუსის გლობალურ გამოწვევას გადალახავს, უფრო მეტი დატვირთვით ამუშავდება საექსპორტო დარგები და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)