00:28 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 18:20:44, 1241 ნახვა

საზოგადოება
„TV პირველის“ ანგარიშს ინკასო დაედო

„TV პირველის“ ანგარიშს ინკასო დაედო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის დამფუძვნებელი, ვატო წერეთელი ავრცელებს.

როგორც წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, როდესაც ბიზნესი წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე დგას, აღნიშნული გადაწყვეტილება გამაოგნებელია.

"არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს !

მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის !

მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს !

მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას !

მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი !

მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია !

ტელეკომპანია ,,პირველს" ისევ ინკასო დაადეს !

გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის !

ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია !

გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ", - წერს ვატო წერეთელი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics