00:26 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 13:51:52, 1073 ნახვა

საზოგადოება
ქედის მუნიციპალიტეტის ,,შინ მოვლის" ბენეფიციარებს COVID-19-ის რეკომენდაციებს აცნობენ


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ მომზადებულ საინფორმაციო მასალას, სადაც ახალი კორონავირუსის შესახებ რეკომენდაციები და ცხელი ხაზია დატანილი, ქედის მუნიციპალიტეტის ,,შინ მოვლის" ბენეფიციარებს, მოხალისეები აცნობენ.

პროგრამას ქედის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდთან" ერთად ახორციელებს და სერვისით მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 მარტოხელა ხანდაზმული სარგებლობს.
მოხალისეები ტრადიციულად, ბენეფიციარებს სხვა საჭიროებების მოგვარებაში ეხმარებიან, როგორიცაა აფთიაქსა თუ მაღაზიაში გაგზავნა, ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა სერვისებზე, შეშის დაჩეხვა, განგაშის სამაჯურების შემოწმება და პირველადი დახმარების აღმოჩენა.

განგაშის სამაჯურებით დახმარების აღმოსაჩენად ბენეფიციარი 24 საათის განმავლობაში უკავშირდება როგორც მოხალისეებს, რომელშიც 6 საჯარო მოხელეა გაწევრიანებული, ასევე სოფლის ექთანს და სამაშველო სამსახურს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics