00:27 - 02 Aug, 2026
|
2020-03-20 10:22:49, 1113 ნახვა
საზოგადოება
დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც კორონავირუსის საკითხზე იმსჯელებენ. დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და საერთოდ ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სასულიერო პირებს შორისაც დაფიქსირდა. „ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)