20:48 - 03 Jul, 2026
|
2020-03-18 16:05:55, 1398 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - კომუნალური გადასახადების გადავადებაზე საუბრის აუცილებლობა არ არსებობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ დროისთვის კომუნალური გადასახადების გადავადებაზე საუბრის აუცილებლობა არ არსებობს. მისი თქმით, კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები კერძოა, რომლებსაც რთული პერიოდი უდგათ. „რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, იქნება ეს თელასი, ენერგო პრო თუ თბილისი ენერჯი, არიან კერძო კომპანიები. მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ დღეს ისევე, როგორც სხვა ბიზნესს, რადგან საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადი გადავადდება ან არ უნდა იქნას გადახდილი, არ დგას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)