|
2020-03-16 22:54:21, 1314 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის სპეციალური ყუთი განთავსდება, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უსაფრთხოების წესების დაცვით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილდება. ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებები სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - Infoidp@moh.gov.ge გამოგზავნონ. მოვუწოდებთ თავად იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს მისაღებ ცენტრსა და ტერიტორიულ სამმართველოებში ვიზიტებისგან. ამასთან, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერდება მონიტორინგის პროცესი, რაც იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლას გულისხმობს. არსებული შეზღუდვების პირობებში, სააგენტო კვლავ აგრძელებს მუშაობას, რათა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი პროგრამები, შესაძლებლობების ფარგლებში, შეუფერხებლად განხორციელდეს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შენობის სადეზინფექციო სამუშაოები შესაბამისი წესების დაცვით ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)