|
2020-03-16 15:46:28, 1601 ნახვა
ეკონომიკა
2020 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2020 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.3 მლნ აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5%-ით (11.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქათველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 17 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.9% მოდიოდა. 2020 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (61.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის თებერვლის (17.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)