|
2020-03-15 12:12:59, 1673 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი ლარის კურსზე: გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია სიტუაცია დასტაბილურდეს და უფრო მკაფიო სურათი დავინახოთ
გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, სიტუაცია დასტაბილურდეს და დავინახოთ უფრო მკაფიო სურათი, - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მოქმედებს თუ არა ახალი კორონავირუსი ლარის კურსზე, განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნულ ვალუტაზე მოქმედებს ის შედეგები, რაც გამოიწვია COVID -19-ის გავრცელებამ. „პირდაპირ ზედაპირზე რაც დევს, ეს არის ტურიზმი. იცით, რომ ტურიზმი, პრაქტიკულად, შეჩერებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ასევე, ზოგადი მოთხოვნის შემცირება აისახება ჩვენს საექსპორტო საქონელზე და ა.შ. შესაბამისად, ლარზე ზეწოლა ბუნებრივია იქნებოდა, თუმცა ის, რაც ხდება დღეს, არის აჟიოტაჟი, რეაქცია გაურკვევლობაზე, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია სიტუაცია დასტაბილურდეს საშუალოვადიან პერსპექტივაში და დავინახოთ უფრო მკაფიო სურათი. ამ შემთხვევაში უფრო მეტად შეგვეძლება გავზომოთ, რა ტიპის სტიმული დასჭირდება ეკონომიკას და ეროვნული ბანკი უფრო მეტად შეძლებს გაზომოს ლარის კურსთან მიმართებაში რა ზომები უნდა გაატაროს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)