|
2020-03-11 11:55:36, 2262 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი საქართველოში შვედეთის და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი 2020 წლის 10 მარტს, საქართველოში, შვედეთის და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს ულრიკ ტიდესტრომსა და ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მათ მაღალი შეფასება მისცეს საარჩევნო სისტემის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. მათი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველო ინარჩუნებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავის მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს მათი აქტიური ძალისხმევისათვის ამ პროცესში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის (COVID19) გავრცელების საკითხს. გაიცვალა ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში, გერმანიასა და შვედეთში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ აქტიური მუშაობა ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)