00:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 18:59:40, 556 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებმა პრემიერთან შიდა პარტიულ საკითხებზე იმსჯელეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შიდა პარტიული საკითხები შეაჯერეს. 
ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სადაც კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სხდომაზე შიდა პარტიული აქტივობები დაიგეგმა.
„ძირითადად პარტიულ საკითხებზე ვისაუბრეთ. დავგეგმეთ, რომ კონფერენციები ჩავატაროთ  პარტიული ორგანიზაციის კუთხით. მომზადდება კონკრეტული თარიღები. სავარაუდოდ, ამას სექტემბრიდან დავიწყებთ. ყველა რაიონულ ორგანიზაციაში კონფერენციები ჩატარდება. ასევე იგეგმება შიდაპარტიული სხვადასხვა აქტივობები. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვქონდა პრემიერთან საუბარი. მასთან ეს ღონისძიებათა ნუსხა შეჯერდა“, – აღნიშნა ბესელიამ.
კითხვაზე, ხომ არ მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის, ბესელიამ უპასუხა, რომ „პარტია მმართველი პოლიტიკური ძალაა, იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს, გავაგრძელოთ. პარტია მზად უნდა იყოს მნიშვნელოვანი ეტაპისთვის და პარტიული აქტივობებით წინასწარ მზადება დაიწყო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics