02:28 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 12:27:15, 2608 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის ინიციატივით, შესაძლოა პარლამენტმა კანონპროექტები ელექტრონულად განიხილოს და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენს დაავალა, რომ მოამზადონ ინიციატივა, რომელიც პარლამენტს მისცემს საშუალებას, კანონპროექტები ელექტრონული პროცედურებით განიხილონ და განსაკუთრებულ შემთხვევებში, ელექტრონული კენჭისყრა ჩაატარონ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, კომიტეტებმა ტექნიკურ თუ სამართლებრივ გარემოებებზე დროულად უნდა იმსჯელონ და თუ საჭირო იქნება, დაჩქარებული წესით განიხილონ აღნიშნული ინიციატივა.

„ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი და ჩვენ ვმუშაობდით ახალ რეგლამენტზე, კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე დავაყენე წინადადება, რომ განგვეხილა ახალ რეგლამენტში პარლამენტისთვის ელექტრონული პროცედურის განხილვისა და კენჭისყრის ელექტრონული შესაძლებლობის შემოტანა. დღეს მინდა, ისევ დავუბრუნდე ამ საკითხს, მოგმართოთ ყველას, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და ჩაატაროს ელექტრონული კენჭისყრა გადაწყვეტილების მისაღებად. ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი, რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი პლატფორმა პარლამენტს დასჭირდეს. მინდა, მივმართო იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს, რომ იმსჯელოს ამ ინიციატივის გარშემო ტექნიკურ თუ სამართლებრივ გარემოებებზე და დროულად მოვამზადოთ, დაჩქარებული წესითაც თუ საჭიროა განვიხილოთ ეს ინიციატივა“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics