|
2020-03-06 09:46:58, 2033 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე საქართველო - აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმს დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ საქართველო - აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმს, რომელიც ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, ასევე დაესწრნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, აზერბაიჯანის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს „აზპრომოს" დირექტორი ზოჰრან გადიროვი, კორპორაცია „ბიპის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ენ დევისი, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, ფაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი ასაფ ჰუსეინოვი და აზერბაიჯანული და საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლები. ფორუმი გახსნა ორგანიზატორი ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ. მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დინამიკა. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ორმხრივ და რეგიონულ ჭრილში დინამიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. ეკატერინე მიქაბაძემ ხაზი გაუსვა პროგრესს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, რეგიონული თანამშრომლობა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა რკინიგზა, სამხრეთის გაზის კორიდორი, შუა სატრანსპორტო დერეფანი და სხვ. მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის ლიბერალიზაციას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ექსპორტის წახალისებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მიმზიდველ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას. მთავრობის მიერ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები ეკონომიკური პოლიტიკის ყველა მიმართულებით, რაც შესაბამისად აისახა ეკონომიკური მაჩვენებლებისა და საერთაშორისო რეიტინგების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში. ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების კუთხით. კერძოდ, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მისი თქმით, ძირითადი საექსპორტო ქვეყნების ათეულში, აზერბაიჯანი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსად პირველ ადგილზეა 13%-იანი წილით. დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატით. გარდა ამისა, ეკატერინე მიქაბაძემ ისაუბრა აზერბაიჯანის წვლილზე ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 7% აზერბაიჯანელ ვიზიტორებზე მოდის. დასასრულს, მინისტრის პირველმა მოადგილემ ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა და სამომავლო წარმატებული პროექტების განხორციელება უსურვა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)