|
2020-03-03 16:51:10, 1927 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდამჭერების მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში
„კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა, ოპტიმიზმი და ინტერესი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადების საპასუხოდ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდამჭერების მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში. „კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმნები გამოუჩნდება ხოლმე. მათ შორის, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილში. მინდა ჩვენს კოლეგებს ოპოზიციის ამ ნაწილიდან პირდაპირ ვუთხრა, რომ დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდამჭერების მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია და ნურავინ ნუ შეეცდება ჩვენი მეგობრების განცხადებების გადათარგმნა გააკეთოს საზოგადოებისთვის ისე, რომ თითქოს, ეს არის მათთვის პირადი მხარდაჭერა. მეტსაც ვიტყვი, კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს მხოლოდ ერთადერთს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა, ოპტიმიზმი და ინტერესი. ჩვენი კოლეგები ამერიკის კონგრესში დარწმუნებული არიან, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას და მივაღწევთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ქვეყანას დაეხმარება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)