01:00 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 14:58:40, 1853 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - შეთანხმება ვერ მოხდება, თუ არ დამტკიცდება პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაც არის 130/20-ზე

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ იმ შეთხვევაში შედგება, თუ ორ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტზე იქნა მიღწეული შეთანხმება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდთან შეთანხმება ვერ მოხდება, თუ არ შეწყდება პოლიტპატიმართა დევნა და არ დამტკიცდება არსებითად პროპორციული სისტემა, რაც არის 130/20-ზე.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ორ ურთიერთდაკავშირებულ  კომპონენტზე იქნა მიღწეული შეთანხმება -  ეს არის პოლიტიკურ პატიმართა დევნა, მათი გამოშვება და არსებითად პროპორციული სისტემა, რაც არის 130/20-ზე.  წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება.  პროპორციული სისტემაც რომ შემოიტანოს ხვალ ბიძინა ივანიშვილმა, რაც არარეალისტურია, ჩვენ არც დასავლელ პარტნიორებთან და არც სხვასთან არ ჩავიგდებთ თავს სასაცილო მდოგმარეობაში, თქვან, რომ რადგან გვიჭერენ ხმას არ ვაძლევთ. ხმას მივცემთ იმას, რაც ქვეყნისთვის კარგია. 110/40-ს ხმას არ მივცემთ“, – განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics