00:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 13:10:14, 1658 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია საარჩევნო სისტემაზე - მნიშვნელოვანია, ფორმულირება წერილობით ვნახოთ, ერთია, რა ისმის ზეპირად და მეორე, რა ჩაიწერება კანონში

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ახალი საარჩევნო სისტემის წერილობითი ფორმით, კონსტიტუციაში ჩაწერა.

მისივე თქმით, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ზეპირი განცხადება წერილობით ფორმულირებაში აბსოლუტურად სხვა შინაარსის მატარებელი იყო.

„სანამ ჩემს აზრს ვიტყოდე, რას დავუჭერ მხარს და რას არა, მნიშვნელოვანია, წერილობითი ფორმით ვნახო ფორმულირება. ერთია, რა ისმის ზეპირად, მეორეა, რა ჩაიწერება კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში. ხშირად გვინახავს ზეპირი განცხადება, რომელიც წერილობით ფორმულირებაში აბსოლუტურად სხვა შინაარსის მატარებელი იყო. გარდა ამისა, საჭიროა, კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებშიც იქნება მსჯელობა და გავიგებთ მეტ დეტალს, ვინ რა პოზიციაზე დგება. საპასუხისმგებლოა, რომ ეს პროცესი ჩვენი მხრიდანაც დანახული იყოს“, –  განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics