|
2020-02-29 11:00:22, 3309 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ტანაპისა და ტაპის პროექტებამდე საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მხოლოდ რეგიონალური დონის იყო, ახლა ჩვენ საერთაშორისო მოთამაშეები ვართ
„მისასალმებელია, რომ სამხრეთ გაზის კორიდორი დღესდღეობით საერთაშორისოდ აღიარებულია არა მხოლოდ მონაწილე ქვეყნების, არამედ ევროკავშირის ქვეყნების მიერ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტერიალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა. როგორც თავის გამოსვლაში ნათია თურნავამ აღნიშნა, მინისტერიალის ბოლო შეკრების შემდეგ, დღეს უკვე რეალობაა, რომ სამხრეთ გაზის კორიდორის პროექტი განვითარდა და დიდ პროგრესს მიაღწია. მისივე თქმით, კორიდორის სამშენებლო სამუშაოები ასი პროცენტით დასრულებულია აზერბაიჯანსა და საქართველოში, თურქეთში კი სრულად არის შესრულებული ინფრასტრუქტული სამუშაოები. „2019 წლის დეკემბერში ტანაპის პროექტის დაწყებამ ხაზი გაუსვა გაზის ტრანზიტის მნიშვნელოვან მოვლენას. მოგეხსენებათ, პროექტის ინაუგურაციას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ მოვლენით იწყება ახალი ერა ენერგოუსაფრთხოებაში. ტანაპისა და ტაპის პროექტებამდე საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მხოლოდ რეგიონალური დონის იყო, ახლა ჩვენ წარმოდგენილები ვართ როგორც საერთაშორისო მოთამაშეები. მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანას კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს მოახდინოს საკუთარი როლის მნიშვნელობის დემონსტრირება ამ კონტექსტში", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის წარმატება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის როლს ასეთი მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტების შემუშავებისას. „მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საერთო ინტერესის შესრულება დაგვეხმარება იმ გამოწვევების გადალახვაში, რომლებიც ქმნიან წინაღობას რეგიონსა და ევროკავშირს შორის დამოუკიდებელი და სტაბილური ენერგიის ნაკადის მიწოდებისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)